ადმინისტრაციული მენეჯმენტის თეორია


ადმინისტრაციული მენეჯმენტის თეორია
შეიქმნა ანრი ფეიოლის მიერ. (Henri Fayol, 1841-1925). ადმინისტრაციულ თეორიაში ფეიოლის მთავარი წვლილი გადმოცემულია ნაშრომში „ზოგადი და ინდუსტრიული მენეჯმენტი“, სადაც მან პირველად განსაზღვრა მენეჯმენტის ფუნქცია ანუ როგორც თვითონვე უწოდა, „სამენეჯერო საქმიანობა“. დაგეგმვა: მომავლის განჭვრეტა და შესატყვისი გეგმის შემუშავება, რაც მოქმედების საფეხურებსა და სავარაუდო შედეგებს გულისხმობს. ორგანიზება: ორგანიზებისთვის აუცილებელი და მატერიალური რესურსების მოპოვება და სტრუქტურირება. ხელმძღვანელობა: ორგანიზაციის თითოეული ნაწილის ისე ამუშავება, რომ გეგმის შესრულებას შეეწყოს ხელი. კოორდინირება: ორგანიზაციის მოქმედებისა და წარმატებისთვის ყველა საქმიანობის გაერთიანება და ჰარმონიული შერწყმა. კონტროლი: გეგმის განხორციელებაზე ზედამხედველობა და შეცდომებისა და სუსტი მხარეების აღმოფხვრა . ფეიოლმა მენეჯერებისთვის ამ ფუნქციების შესრულების ხელშემწყობი 14 პრინციპი ჩამოაყალიბა. იგი თვლიდა, რომ სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობდა ყველაზე ხშირად და მიუთითებდა, რომ საჭიროა მათი მორგება სხვადასხვაგვარი გარემოსათვის. ადამიანურ ურთიერთობათა მოძრაობა ქცევის მენეჯმენტის სკოლაში აღმოცენდა, იგი 1950-60-იან წლებში გაბატონდა. იმ დროს ამერიკულ ოჯახებში ახალი მაუწყებლობა - ტელევიზია - იკიდებდა ფეხს. ამ სკოლის წარმომადგენელთა დამსახურებაა ინდივიდთა მოთხოვნილებებისა და მომსახურე პერსონალის მოტივაციაში (წახალისებაში) მათი როლის ახლებური ხედვა. მოტივაციის პოზიტიური (წახალისების) თეორიის ჩამოყალიბების მცდელობისას ფსიქოლოგი აბრამ მასლოუ (Abraham Maslow, 1908-1970) ამტკიცებდა, რომ ადამიანებს აქვთ ბაზისური (ძირითადი) მოთხოვნილებები, რომელთაგან თითოეული არის მოტივატორი. მან ხუთი მოთხოვნილება გამოყო და იერარქიულად დაალაგა ყველაზე ძირეულიდან ზევით. • ფიზიოლოგიური: საჭმელი, წყალი, სქესობრივი და სხვა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები. • უსაფრთხოება: მუქარის, საფრთხისა და ავადმყოფობისგან დაცვა; სანდო, მოწესრიგებული, პროგნოზირებადი, ორგანიზებული სამყაროს მოთხოვნილება. • სიყვარული: გრძნობის განცდის მოთხოვნილება. • პატივისცემა: საკუთარი თავის პატივიცემისა და სხვების მიერ დაფასების მოთხოვნილება. • თვითრეალიზაცია: თვითრეალიზაციის, ანუ საკუთარი უნარის მიხედვით მაქსიმალურად შესაძლებლის მიღწევის მოთხოვნილება [16]. ფიზიოლოგიური და უსაფრთხოების მოთხოვნილებები პირველად მოთხოვნილებებად არის მიჩნეული, ხოლო დანარჩენები, რომლებიც არსებობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს გულისხმობს - მეორად მოთხოვნილებებად. მასლოუ ფიქრობდა, რომ მოთხოვნილება თუ კარგად კმაყოფილდება, იგი მოტივატორი უკვე აღარ არის და ყურადღება იერარქიის შემდეგ დონეზე გადაინაცვლებს. თუმცა აღიარებდა, რომ თანამიმდევრობა შეუცვლელი არ არის, გასაკუთრებით მაღალ დონეზე. მაგალითად, ზოგი ადამიანი თვითშეფასებას სიყვარულის მოთხოვნილებაზე მაღლა აყენებს, სხვები კი თვითგამოხატვისკენ არსდროს მიისწრაფვიან.
Source: პრინგლი, პიტერ. ელექტრონული მედიის მენეჯმენტი / პიტერ კ. პრინგლი, მაიკლ ფ. სტარი, უილიამ ი. მაკკავიტი - თბ. : ფონდი „ინტერ ნიუსი“, 2001/ნაწ. 1 : სამაუწყებლო სადგურის მენეჯმენტი - , 2001

Georgian encyclopedia. 2013.

Смотреть что такое "ადმინისტრაციული მენეჯმენტის თეორია" в других словарях:

  • მენეჯმენტი — • მენეჯმენტის, (მართვის) მრავალმაირი განსაზღვება არსებობს. საზოგადოდ ის გულისხმობს იმ ელემენტებსა და ფუნქციებს, რაც უზრუნველყოფს გარკვეული სტრუქტურის არსებობას თუ შენარჩუნებას როგორც ოგანიზაციულ სისტემაში, ისე მიზნებისა და პროგრამების რეალიზებაში …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»

We are using cookies for the best presentation of our site. Continuing to use this site, you agree with this.